суббота, 25 марта 2017 г.

რეფლექსიები

დღე1
ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო. გავიგე რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რადგან ის უწყობს ხელს 21-ე საუკუნის ბავშვებში ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომ ვასწავლით კეთებით. ჩემთვის საინტერესო იყო ბლოგის შექმნა, როგორც ჩვენი ელექტრონული გამოცემა. საინტერესო იყო საკუთარ საქაღალდეებზე მუშაობა.




დღე 2.
ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავეთ ძალიან აქტიურად. განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისაუბრეთ ჩვენს მიერ განსახორციელებელ საკუთარ  პროექტზე, მოხდა ინფორმაციის გაცვლა, ჩემი ცოდნა გამდიდრდა ბევრი ახალი ინფორმაციით. ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე. დავალებების შესრულება არ გამჭირვებია, რადგან ტრენერი ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდა.
.


დღე3.
ტენინგის მესამე დღეს ვიხილეთ ვიდეო პრეზენტაცია პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ. აქტიურად  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის პუნქტებზე.
განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და შედეგები. დრომ შეუმჩნევლად გაირბინა.



დღე 4.
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კერძოდ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, მივიღეთ რჩევები და უკუკავშირი.


დღე5.
ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კერძოდ, შეფასების სტრატეგიებზე. მივიღეთ რჩევები და უკუკავშირი.


დღე 6.
ტრენინგის მეექვსე დღე იყო ძალიან შრომატევადი. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და მის შეფასების რუბრიკაზე.გავიხსენეთ როგორ ხდება ინტერნეტიდან სანდო ინფორმაციის მოძიება.მივიღეთ რჩევები და უკუკავშირი.


დღე 7. დავასრულე ბროშურა. დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე,

დღე 8.გუგლის დრაივში ვიმუშავე ახალი კითხვარის შექმნაზე და გადაგზავნაზე, კითხვარის ფურცლის შევსებასა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობაზე. გავუკეთე კომენტარები მონაწილეთა პრეზენტაციებს.

    დღე 9. წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, დავსვით კითხვები და გამოვთქვით მოსაზრებები, რჩევები. მოვახდინეთ ნაშრომის კორექტირება. ტრენინგის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ტრენინგის პროცესში ყველა კითხვაზე ვიღებდით ამომწურავ ინფორმაციას. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ირაკლი ყორღანაშვილს. 

1 комментарий:

  1. წარმოდგენილი ნაშრომი საინტერესოა იმ მხრივ,რომ თანამედროვე და დროულია.იძლევა საჭირო მითითებებს ყურსასმენთა მომხმარებლებისთვის და გვამცნობს რეკომენდაციებს კომპეტენტური პირებისგან,რაც კარგად ჩანს ბროშურიდან და მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციიდან.
    შეფასების რუბრიკა ზუტად განსაზღვრავს შესრულებული ნაშრომის ხარისხს

    ОтветитьУдалить